მეთოდები და ტაქტიკა მენეჯერებისათვის
კურსი განკუთვნილია სხვადასხვა რგოლის მენეჯერებისათვის. ამ კურსის მეშვეობით თქვენ გაიგებთ, როგორ შეიძლება აამაღლოთ თანამშრომელთა მოტივაცია.
მენეჯერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდა, იმისათვის, რომ მათ საუკეთესოდ შეასრულონ თავიანთი სამუშაო. პროდუქტიული, კარგად დატრენინგებული თანამშრომლები, რომლებიც თავდაუზოგავად მუშაობენ მიზნის მისაღწევად, კომპანიას ძლიერს და წარმატებულს ხდიან.
მაგრამ, მოტივირება გაცილებით იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ მხარზე მოთათუნება და თქმა „ყოჩაღ“. თანამშრომელთათვის მოტივაციის წარმატებით შექმნა და ამაღლება მენეჯერების ყოველდღიური საქმიანობაა, რომელიც მოითხოვს სპეციალური ტექნიკებისა და სხვადასხვა მოტივატორების გამოყენებას.
ტრენინგ სესიის მსვლელობისას, განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:
• თანამშრომელთა მოტივაციის სარგებელი
• პოტენციური მოტივატორები
• მოტივაციის ტექნიკები
• როგორ უნდა გამოიყენოთ ტრენინგი, ქოუჩინგი და სამუშაოს შეფასება თანამშრომელთა მოტივირებისთვის.